საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჩატარებული არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა, რომ თამარ ჟვანიასთან ბევრ ადამიანს აქვს ბოდიში მოსახდელი.

„პირველ რიგში მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა, თუ არა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიასთან, მათ შორის ოპოზიციას, სამართლიან არჩევნებს და სხვებს, ვინც დააბრალა მას და ცესკო-ს ისეთი რაღაცები, რომელიც საბოლოო ჯამში, ვერანაირად ვერ დაამტკიცეს. ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ, ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, რა გადაიტანა ამ ქალმა იმ დღეებში, არჩევნების შემდეგ, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ.“, – განაცხადა პაპუაშვილმა

Leave a Reply