პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ თავჯდომარის არჩევა შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით არის გაწერილი.

„მათაც კარგად ესმით, რომ დოკუმენტი იმ შეთანხმებას უნდა პასუხობდეს, რომელიც აისახა შეთანხმებაში. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე საბოლოოდ შევთანხმდით. მოადგილის საკითხია ღიად დარჩენილი, რაზეც დღეს ვიმსჯელებთ. პრინციპულად შეუთანხმებელი საკითხები არ არის. თავმჯდომარის არჩევა შარლ მიშელის დოკუმენტით არის გაწერილი და ამაზე განსხვავებული პოზიცია არავის დაუფიქსირებია”, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

Leave a Reply