ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.

„მე მიხარია, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი არის სრულად ხელმისაწვდომი. ეს არის სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც დასრულდა რამდენიმე თვის წინ და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნა სრულფასოვანი სწავლის, სპორტული აქტივობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველა პირობა.

ეს სკოლა სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზიას ძალისხმევით გარემონტდა 2000 წელს და მას შემდეგ ეს სკოლა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ბატონი სოზარ სუბარის ინიციატივით, ქალბატონი მზიას ძალისხმევით და რა თქმა უნდა, ბატონი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის უშუალო ჩართულობით დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული დონის და სტანდარტის სკოლა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

Leave a Reply