საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მადლობა მოუხადა ლიეტუვას ვაქცინისათვის.

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდპანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს,“- განაცხადა ზალკანიანმა

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს 15 000 დოზა ვაქცინას გამოუგზავნის.

Leave a Reply