თბილისში რიონის ხეობის დამცველთა აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს ათენში,  ქართულ სახლში, სადაც მესამე აქცია გაიმართა რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად!

-დღეს, საქართველოს დედაქალაქში უპრეცედენტო შემთვევა იყო ! რიონის ხეობის გადარჩენას საღვრებსგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ემიგანტებმა 32 ქვეყნიდან დაუჭირეს მხარი! დღეს, ქვეყნის შიგნით მცხოვრებ, ჩვენს თანამემალულეებსა და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს შორის, სამშობლოს გადარჩენის ხიდი აიგო! სამშობლოს მცველებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ემიგრაცია იქნება, ჩვენი სამშობლოს გადამრჩენი თქვენთან ერთად!

არავითარი მოძალადე ინვესტორი საქართველოში!მადლობა თქვენ ,რომ ჩვენს გასაკეთებელს აკეთებთ! მადლობა თქვენ ქართველების გაერთიანებისათვის! ბრძოლა გრელდება,გამარჯვერბამდე!-აცხადებენ ათენში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები.
შეგახსენებთ-თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს. საპროტეტსო აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას დრო მოთხოვნების შესასრულებლად 24 მაისის 12 საათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები დედაქალაქის პიკეტირებას მოახდენენ.

Leave a Reply