ქუთაისში ტაქსის კომპანია “მაქსიმის” მძღოლები გაიფიცნენ. ისინი დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ.

აქციაზე გამოსული მძღოლები ამბობენ, რომ საწვავი გაძვირდა და დაბალი ტარიფის გამო ხარჯებს არ ყოფნის, ამიტომ ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ. მათი თქმით, მოთხოვნა მინიმალურია და კომპანიამ შესრულება უნდა შეძლოს.

კომპანიის ოფისთან 200-მდე მძღოლია შეკრებილი და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

Leave a Reply