ნამახვანჰესის მშენებლობაზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი  ამბობს, რომ აუცილებელია დეტალების პროფესიონალურ დონეზე განხილვა.

მისივე თქმით, ნამახვანჰესის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და პროტესტის ის ფორმა, რაც ახლა საქართველოშია, დიდ ეჭვებს აჩენს.

“პროფესიონალურ დონეზე უნდა იყოს ყველა დეტალი განხილული და საკმაოდ დიდი მასალაა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა მიაწოდეს ჩვენს საზოგადოებას. ყველა ასპექტით მნიშვნელოვანი პროექტია.

პროტესტის ასეთ ფორმაზე გადასვლა ბევრ ეჭვებს აჩენს, მათ შორის პოლიტიზებაზეც. ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება თუნდაც 26 მაისის ჩაშლა და პარალიზება და ბლოკირება,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსვლელობას 16:00 საათზე დავიწყებთ

Leave a Reply