„გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა  პლენარულ სხდომაზე პარლამენტის შესასვლელი ციხის შესასვლელს შეადარა.

“დღეს, ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და რამე სასაცილოს თუ ვიტყვი, გთხოვთ არ დამცინოთ. ბევრი რამის თქმა მინდოდა, გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რა არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რაც შეიძლება, რომ ვთქვა, მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე. გადავწყვიტე, რაც ძალიან მაწუხებს ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე. რომელსაც, რომ უყურებ ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა, მე რაღაცნაირად არ მინდა… ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ ის ღობე ავიღოთ კონსენსუსით.” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა

Leave a Reply