ალექსანდრე პაიკიძე

“ალტერნატივა”

ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წელს. თითქმის ორი წელი მალავდნენ მის შინაარსს.
2 – 600 ჰექტარი მიწა, ჯამში 1705 ლარად გადაეცა ენკას.
3 – იმ შემთხვევაში თუ ენკა დამატებით მოითხოვს მიწას, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
4 – ენკას არ აქვს ვალდებულება დაასაბუთოს რაში ჭირდება დამატებით მიწის რესურსი.
5- ენკას არ ჭირდება ლიცენზია, მოიპოვოს წიაღსეული ზემოთ აღნიშნულ ან შემდგომში მოთხოვნილ მიწებზე.
6 – რიონის და მისი შენაკადების გარდა, ენკას აქვს უფლება გამოიყენოს ცხენისწყლის რესურსი.
7- ცხენისწყლის რესურსის გამოყენებისთვის საჭირო ხარჯები სახელმწიფომ უნდა დაფაროს.
8 -15 წლის შემდეგ, ენკას არ გააჩნია ვალდებულება,მის მიერ გამომშავებული ელ.ენერგია საქართველოში გაყიდოს.
9- სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დამატებითი სიმძლავრის ხაზის მშენებლობა, რომ ენკამ ელ.ენერგია საქართველოდან გაიტანოს.
10- თუ მომავალში გაჩნდება ახალი ტიპის გადასახადები, ან სახელმწიფო შემოიღებს ახალს, ენკას წილს ისევ სახელმწიფო გადაიხდის.
11 – ეს გაზრდილი ფინანსური ვალდებულებები ეხება ენკას დამფინასებლებსაც და კონტრაქტორებსაც.
12 – არ არსებობს ფორსმაჟორი, რომელის სახელმწიფოს დააზღვევს,მათ შორის არც საომარი მდგომარეობა.
13 – სახემწიფო ვალდებულია ენკას აუნაზღაუროს სავარაუდო მოგებაც.
14 – არ არსებობს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური ანგარიში ამ პროექტთან დაკავშირებით, უბრალოდ არ დაუწერიათ.
15 – ენკა ჯარიმდება მხოლო იმ შემთხვევაში, თუ დროულად ვერ ააშენებს ჰესს, მაგრამ კანონით გათვალისწინებულ ჯარიმაზე გაცილებით მცირე ოდენობით.
ეს უცებ რაც გამახსენდა!
ახლა კითხვა – ამ ხელშეკრულებაზე რომ გაქვს ხელი მოწერილი, ხარ თუ არა ქვეყნის ინტერესების მტერი?
მეორე კითხვა – ამას რომ აპრავებ, ხარ თუ არა მთავრობის მხარეს?
და მესამე კითხვა – მთავრობას და ოპოზიციას, რაღა ენერგო თემებზე აქვთ ასეთი კეთილი და შეთანხმებული პოზიცია?
პ.ს. ყურადღება მიაქციეთ – საერთოდ არ მიხსენებია გზშ, რომლის გარეშეც საერთოდ არ უნდა იწყებოდეს ასეთი პროექტები.
იცით რატომ არ მიხსენებია – არ არსებობს და იმიტომ.

Leave a Reply