18 მაისს დაწყებული პროტესტის შემდეგ დღეს, ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებისა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმებით დასრულდა. კომპანიამ დასაქმებულთა მოთხოვნა ხელფასების მატებაზე დააკმაყოფილა 

შეთანხმების თანახმად, ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების ხელფასები გათანაბრდება და მინიმუმ 30, მაქსიმუმ 60 პროცენტით გაიზრდება, ასევე, დაემატება ახალი თანამშრომლები, რათა მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს. გარდა ამისა, კომპანია დათანხმდა, რომ თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაო აუნაზღაუროს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნით უკვე შეიცვალა ქარხნის ხელმძღვანელობა და მოლაპარაკებები ახალმა დირექტორმა მერაბ ახმეტელმა გამართა.  აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალ დირექტორს ნდობას უცხადებენ და ხვალიდან სამუშაოს დაუბრუნდებიან.

მშრომელთა სოლიდარობის კავშირმა უკვე მიულოცა გაფიცულებს გამარჯვება. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ვიდეო-მიმართვა იხ. ლინკზე

https://www.facebook.com/WSURustavi/videos/116121120552788

Leave a Reply