„ენკას” ტექნიკას ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მივცემთ, – ამის შესახებ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ. „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის სოფელ გუმათის შესასვლელთან დგანან, იმ ტერიტორიასთან, სადაც განლაგებულია ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას” ერთ-ერთი საწყობი.

ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია.

„ხეობაში გზა ჩაკეტილია – შემოსასვლელი რაჭიდან, ლეჩხუმშიც და ასევე ქუთაისიდან. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკის გადაადგილება.  რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვეულებრივ გამვლელს, გადაადგილების პრობლემა არ ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს უახლოეს დღეებში. უკვე ორი მანქანა მივაბრუნეთ დილით. ანუ, კომპანიის ტრანსპორტს ამ გზაზე უწევს გავლა, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა მარაგი შეიტანონ შიგნით, ამ გზაზე გავლას ვერ აცდებიან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ. მათ მოსახლეობა ტაშით და ოვაციებით დახვდა

მთელი ღამის განმავლობაში პროტესტის მონაწილეევბი რკინის ჯებირზე აბრახუნებდნენ.


ისინი ამ ფორმით ნამოხვანში გადაადგილების აკრძალვს და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. შსს-მ კი უკვე გამოძიება დაიწყო სხვილი ნივთის დაზიანების გამო.

შსს-მ გუმათში განთავსებული რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ჯებირის მეორე მხარეს სამართალდამცველებიც იმყოფებიან.

Leave a Reply