ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

-ის ფრაზა ხომ იცით, ლარის გაუფასურებას ჩვენ ცხოვრებაზე გავლენა არ აქვსო… მართლა ამბობენ ამას.
ხოდა დღეს ესეთი რამე მოხდა. მალე თბილისელებს გაზის ტარიფი გაგვიძვირდება. მიზეზი იცით? ლარის გაუფასურებაა. თბილისი ენერჯი ზარალზეა ლარის გაუფასურების გამო.
ხოდა ეს ლარის გაუფასურება არის ჩვენი ირიბი დაბეგვრა. გაგვიძვირდეა ტარიფი, ანუ მეტის გადახდა მოგვიწევს, ანუ სხვა რაღაცეებში ნაკლებს დავხარჯავთ, ანუ კეთილდღეობა შეგვიმცირდება.
ლარის მცურავი კურსი არის ფიქცია. ლარის მცურავი ვითომ კურსი არასდროს მოგვიტანს კარგ შედეგებს. აუცილებელია, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს. სავსებით შესაძლებელია, რომ ლარის კურსი დოლართან დაფიქსირდეს იმგვარად, რომ ყველაფერი დაწყნარდეს. მაგრამ ამას უნდა ცოდნა, უნარი, და შენ პირად ინტერესებზე უარის თქმა!”
შეგახსენებთ:
ბუნებრივი აირი „თბილისი ენერჯის“ მომხმარებლებისთვის 8 თეთრით გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა დღეს მიიღო. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა.როგორც სხდომაზე განიმარტა, ტარიფის ცვლილების ძირითადი მიზეზი ლარის კურსი გახდა.

ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

Leave a Reply