შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო ამ თემაზე კომენტარი გააკეთა რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა ,გთავაზობთ განცხადებას უცვლელად :

– ზოგადად რკინის ჯებირი იმისთვის არსებობს, რომ წინააღმდეგობას გაუძლოს, როცა ხელს ურტყამს ადამიანი, ვერ დააზიანებს, ხმაური აწუხებთ, ამიტომ მოიგონეს აბსურდული ბრალდება რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელზე-ცდილობენ ასეთი უსუსური მეთოდებით შეაჩერონ ეს პროტესტი“, – ასე აფასებს „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი შსს-ს მიერ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

გოლეთიანმა განაცხადა , რომ  ჯებირზე ხმაური აუცილებლად გაგრძელდება.

Leave a Reply