1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს UFC- ს მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა და 19:00 საათზე, სოხუმის დინამოს სტადიონზე მასტერკლასს გამართავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხაბიბი ახალგაზრდა სპორტსმენების კითხვებს უპასუხებს და საჩვენებელ ბრძოლებს დაესწრება. ხაბიბის სტუმრობისას ჩაეშვება პლატფორმა “აფხაზეთის მომავლისთვის:

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში თბილისში მოჭიდავის მენეჯერი, რიზვან მაგომედოვი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიიღო. მხარეებმა განიხილეს რეგიონში შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) განვითარების სტრატეგია. ჩატარდა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც თავად ხაბიბ ნურმაგამედოვმა, ისე  ბერა ივანიშვილმა.

Leave a Reply