“ნაცები გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, ქართული ოცნება გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს. ნუ რეალურად ეს ყველაფერი არის სასაცილო, ტყუილი, ერთადერთი სამწუხარო არის ის, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ ფეიკ ნიუსებს ავრცელებს”.

პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიას პარტიას კეზერაშვილი აფინანსებს, ტყუილს უწოდებს.

მისივე თქმით, ფინანსები იქნება ღია, როცა პარტია დაფუძნდება.

“ფინანსები იქნება ღია, როდესაც პარტია დაფუძნდება, ამას კანონმდებლობა ითხოვს ჩვენგან და ყველა შეძლებს ამის ნახვას, მაგრამ როგორც გითხარით, ახლა კეზერაშვილზე სასაცილოა უბრალოდ.” – განაცხადა ბუჩუკურმა

Leave a Reply