საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ დიდი ჰესების გარეშეც იყოს ენერგოდამოუკიდებელი.

„ახლა ვიმყოფები ამსტერდამში, მიმავალ თვითმფრინავში და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტროსადგურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა „ნამახვანი“ და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ არ იყო მზის, წყალბადის, ქარის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს, ასე, რომ საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე.

საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის – ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოჯისტიკა, ეს ყველაფერი ის არის, რაც შემოიტანს ფულს და შემოსავალს.

ამ ალტერნატიული წყაროებით ჰოლანდიის პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავის თავს, საქართველო მით უმეტეს, ამას შეძლებს. ტყუილად ნუ ვეძებთ ველოსიპედის გამოგონებას. ბევრი რაღაც შეიცვალა ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში, ავიღოთ ის, რაც არსებობს თანამედროვე და კარგი, დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია.

მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთებაც და აღელვებაც. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და როგორც ხალხი ითხოვს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა და ანტიპათიებისა“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Leave a Reply