პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამ წუთებში თოქ-შოუების წამყვანებს ხვდება, სადაც ტელეკომპანია „იმედისა“ და„პოსტ ტივის“  წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ.

პარტიის ლიდერმა პირველ ეთერში მისვლა სწორედ „იმედს “შესთავაზა:

” სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო “იმედის” და “პოსტ ტვ”-ის ადგილები არის თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ჩვენ ვთხოვეთ, რომ აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, რომ „იმედი“ დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. ზუსტად ვიცი, რომ იმედის ბევრი ჟურნალისტი ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია დღეს აქ წარმოდგენილი. საპასუხოდ, მინდა ღიად, საზოგადოების წინაშე, შევთავაზო მათ ჩემი პირველი ეთერი ტელევიზიაში მათთან, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი იქნება.

Leave a Reply