„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია ყოველთვის იყო ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის მონაწილე.

„გიორგი გახარია დღესაც არის და ყოველთვის იყო არაფორმალური მმართველობის ნაწილი. იგი თვალდახუჭული ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის დავალებებს. სამწუხაროდ, ასრულებდა დავალებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყო. ამის მაგალითია ანაკლია, კრიმინალური წერილების გადმოცემა, ბოტებისა და ტროლების ქარხნების მფარველობა და უამრავი სხვა რამ, რაც მისი ხელით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაკეთდა. ამიტომ დღევანდელი განცხადება სამი თვის წინანდელ საკუთარ თავზე არის უბრალოდ ცინიზმი და ასე ვერ გათეთრდება, რაც გააშავეს ამდენი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ხაზარაძემ

Leave a Reply