სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 1 ივნისს მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმინ­და ნი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

წმი­და ნინო წარ­მო­შო­ბით კა­ბა­დო­კი­ის ქა­ლაქ კო­ლა­სე­დან იყო. მო­ცი­ქულ­თა სწო­რი ქალ­წუ­ლი ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში, 323 წელს ჯა­ვა­ხე­თის მთე­ბით შე­მო­ვი­და. მას თან ღვთის­მშობ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ვა­ზის ჯვა­რი ჰქონ­და.

ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლი­სა და მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმი­და ნი­ნოს ქა­და­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად 326 წელს გა­მო­ცხად­და. წმი­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ დღე­სას­წა­უ­ლობს: 1 ივ­ნისს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა აღი­ნიშ­ნე­ბა, ხოლო 27(14) იან­ვარს – გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

Leave a Reply