პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება. გადაწყვეტილება მან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გააჟღერა. მისივე ინფორმაციით, 100-ლარიან დახმარებას 12 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ბავშვები მიიღებენ.

“ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯებესება.

ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება”-განაცხადა პრემიერმა.

Leave a Reply