საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამერიკაში გალა კონცერტით აღინიშნა. ამ დღეს ემიგრანტი ქართველები კიდევ ერთხელ მოეფერნენ მონატრებულ სამშობლოს და იქ, ოკეანის გაღმა კიდევ ერთხელ ააჟღერეს ქართული ჰიმნი. აღჟერდა ყველასთვის საყვარელი და მონატრებული მომღერლების სიმღერები.

დავით ღვინიანიძე – მსოფლიო დონის საოპერო მომღერალი, ბარიტონი, პროდიუსერი და საქველმოქმედო ფონდ ” მსოფლიო ტალანტების” დამფუძნებელი და პრეზიდენტი არაერთი მასშტაბური ქართული კულტურული პროექტის ორგანიზატორია ამერიკაში. 28 მაისს მის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი ფილადელფიაში იმის დასტურია, რომ ცნობილ მომღერალს მუდამ ახსოვს თავისი სამშობლო და სურს მთელ მსოფლიოს და ამერიკას კიდევ ერთხელ შეახსენოს საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში. კონცერტში ამერიკაში მოღვაწე ემიგრანტი ქართველები მონაწილეობდნენ, საღამოს კი თავად დავით ღვინიანიძე უძღვებოდა, რომელიც სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში იყო გამოწყობილი. ბარიტონმა თავის საყვარელ სამშობლოს სიმღერაც მიუძღვნა და სცენიდან არაერთი დიდი ქართული საქმის ორგანიზება და მხარდაჭერა დააანონსა.

ფოტოები ადგილიდან – მარადისობაში გაგზავნილი წამები…

კონცერტის სრულ ჩანაწერს ტელეკომპანია ახალი სულ მალე შემოგთავაზებთ.

ლამაზი საღამო მოკრძალებული და იქ მყოფი ადამიანებისთვის უძვირფასესი ტორტის გაჭრით დასრულდა. ტორტზე საქართველოს დროშა იყო გამოსახული, რაც თითოეულ მათგანში უდიდეს ნოსტალგიას და ამავე დროს სიამაყეს აღძრავდა-იყო ქართველი-ეს უკვე სიამაყეა!

Leave a Reply