„მთავარ არხთან“ პირდაპირ ეთერში საუბრისას იმერეთის პოლიციის გამომძიებელმა ზურაბ ხმელიძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს „რიონის ხეობის მცველებს“ და სწორედ ნამახვანში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება.

“სხვები ვერ ბედავენ” – გამომძიებელმა თანამდებობა პირდაპირ ეთერში დატოვა

ხმელიძის აღიარების და თანამდებობის დატოვების შემდეგ “ნამოხავანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ პოლიციელების მიმართ უკანონო ბრძანებების გაცემა შეწყვიტოს, ბარიკადები ხეობის შესასვლელიდან აიღოს და მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს.

კომენტარი გააკეთა ვარლამ გოლეთიანმაც.

“219 დღის განმავლობაში ჩვენ ვუყვებით საზოგადოებას ამ პროცესების შესახებ, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პოლიციასთან და ვუყვებით ამ ბრძოლის ისტორიას როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა და რა ხდება დღეს, ამიტომ ჩვენ სავსებით კანონზომიერად მივიჩნევთ, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. ეს ადამიანი დადგა სიმართლის მხარეს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ მხარეზე გადმოვიდა, ჩვენ არანაირ მხარეებად არ ვიყოფით. ის დადგა იმ მხარეს, სადაც ვფიქრობ, უნდა იდგეს თითოეული ქართველი”

Leave a Reply