როგორც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, ის ვაშინგტონში კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდება. მას ასევე შეხვედრები ექნება სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

„ორი კვირის თავზე შესაძლებლობა მექნება უკვე ვაშინგტონში გავმართო შეხვედრები სენატორებთან და დამატებით სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტში მექნება შეხვედრები და ვფიქრობ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც საზოგადოების ინტერესშია, მაგრამ არ მიდის ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით. მე მგონი, „ქართულ ოცნებაში“ თავადაც აცნობიერებენ, რომ ამ რეჟიმს გასაქანი არ მიეცემა და კმარა, ის რაც, 9 წლის განმავლობაში ფეხქვეშ გათელა რეჟიმმა, ყოველგვარი დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები პრაქტიკულად ამოაშთო საძირკველიდან. ახლა უფრო მეტი შრომა გვიწევს, რომ საწყის ეტაპს დავუბრუნდეთ, დასანანია, რომ 2012 წლიდან ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა განვითარებულიყო და ის წარმატებები, რომელიც სახეზე იყო, უკან დაქაჩა ხელისუფლებად და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, ამ ქვეყანას არათუ ცუდი ხელისუფლება ჰყავს რეჟიმის სახით, არამედ, საერთოდ არ ჰყავს“, – განაცხადა ნიკა მელიამ

Leave a Reply