კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი აღმოფხვრილია.

-” მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის საგანი გახდა საზოგადოებისთვის, რაც ნორმალური პროცესია იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველს და მის აპარატს ხელი ეშლებოდა რეალურად საკუთარი მანდატის განხორციელებაში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა ალბათ გადაწყდება. მათ შორის, სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით ბუნებრივია.

მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ითქვას, არის ის, რომ ამჟამად იქ უშუალოდ პანსიონში, ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ არც ერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.  ნერვიულობის მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია”-განაცხადა სარჯველაძემ.

Leave a Reply