კულტურის სამინისტროს  ახალი რეგულაციებით   ნახატის საზღვარგარეთ გაყიდვის ან გასხვისების შემთხვევაში საკითხი სამინისტრომ 21 დღის ვადაში უნდა განიხილოს. ამ გადაწყვეტილებას ხელოვანები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უწყება მათ შემოსავლის გარეშე ტოვებს და საარსებო წყაროს უჭრის.

-“ქართველი მხატვრების უმრავლესობა, ყველა თუ არა, დამოკიდებული ვართ, სამწუხაროდ, საზღვარგარეთ გაყიდვებზე. ჩამოსულ ტურისტებსა და იმ ხალხზე, რომლებიც დაინტერესებულია ქართული ხელოვნებით. აქამდე პრობლემა არ გვექმნებოდა. 1 ივნისიდან როგორც აღმოჩნდა, ძველი დებულება აღადგინეს, რომლის მიხედვითაც, 21 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გაიცეს ნებართვა, რასაც ჰქვია, საარსებო წყაროს გვიკეტავენ”-ამბობენ მხატვრები და აცხადებენ, რომ თუ სამინისტროს მათთან კომუნიკაცია არ იქნებიან, იძულებული გახდებიან, აქცია გამართონ. 

კულტურის მინისტრს კი უკვირს მხატვრების უკმაყოფილება და ამბობს – “პროცედურას თუ მისდევენ რა პრობლემა უნდა იყოს მე არ მესმის, თუკი პროცედურას დაიცავს ყველა”.

Leave a Reply