პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პარტიების დაფინანსების წესების შესახებ იმსჯელებენ. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს. ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

Leave a Reply