https://www.bbc.com/news-ის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციები “ექსტრემისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადა.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, იმ პირებს, ვინც ნავალნის პოლიტიკურ ქსელში მუშაობას გააგრძელებს, პატიმრობა ემუქრებათ. ამასთან,  მათ საჯარო თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ.

ორგანიზაციებს ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, აქციების ორგანიზება და არჩევნებში მონაწილეობა.

სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ნავალნის რეგიონალური ქსელის ოფისები და მისი ანტიკორუფციული ფონდი (FBK) დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს.

ნავალნის ადვოკატის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

წყარო

https://www.bbc.com/news/world-europe-57422346

Leave a Reply