ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ცესკო-ს თანამშრომლის მხრიდან (ვიდეო)

“შეცვალე საქართველო” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

-ჩვენს მიმართ ფიზიკურად შეხების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი ცესკო-ს თანამშრომლის მხრიდან

მოგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომიისის მიერ მიწვეულნი ვიყავით საპილოტე პროგრამის ტრეინინგსა და იმიტირებულ კენჭისყრაზე (10-12 ივნისი). დღეს გამართულ შეხვედრაზე მათი მხრიდან წაროდგენილ საპილოტე პროგრამის შესახებ გაგვიჩნდა ადეკვატური კითხვები ტექნოლოგიის სანდოობასა და მის დაცულობაზე, თუ რამდენად იყო სისტემა დაცული მისი გაყალბებისა და ხელყოფისგან.

ჩვენი პროტესტი, რომ ეს იქნება მორიგი ტყუილი მილიონობით ადამიანის და რომ ისინი თავისუფლად შეძლებენ, მონაცემთა დაუსჯელად გაყალბებას, ასევე სხვა ნებისმიერი ბაზის შეცვლას ხელის ერთი მოსმით – ცესკოს თანამშრომლების მხრიდან მოჰყვა არაადეკვატური პროტესტი, რაც გამოიხატებოდა ჩვენი თავმჯდომარის – გიორგი გაგნიძის მიმართ ქუჩური ტიპის გარჩევაში, სიტყვიერი და ღირსების შემლახავი, შეურაცმყოფელი მიმართვით და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაში. პირი, რომელიც ცესკოს წარმოადგენდა გამოირჩეოდა აგრესიულობით და რომ არა სხვა თანამშრომლების ჩართულობა იყო მისი მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა.

აღნიშნული პირი არ ახდენდა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, თუმცა მოცემულ მომენტში შესაძლებელია მისი ფიზიკური ამოცნობა. მოგმართავთ თხოვნით გააშუქოთ მიმდინარე პროცესი და არ დარჩეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აგრესიული და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა საზოგადოებისთის დაფარული. ჩვენი მხრიდან გამოვთქვავთ სრულ მზადყოფნას ამ პროცესში ჩართულობისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*