პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი,  „საქპატენტის“ თავჯდომარის, მინდია დავითაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მსგავსი პოლიტიკური დევნით სახელმწიფო მმართველობის სისტემას ანგრევს.

„გრძელდება პოლიტიკური ნიშნით კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვება. ეს იყო ისეთი ფაქტი, რომელიც ძალიან დრამატულია. ადამიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მივლინებაში და დააწიეს გათავისუფლების ბრძანება მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო გახარიას დანიშნული თანამდებობაზე. მინდია დავითაძე არის ადამიანი, რომელსაც ეჭირა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა და არავის არასდროს მის კვალიფიციურობასთან დაკავშირებით არ ჰქონია კითხვები. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მსგავსი პოლიტიკური დევნით უბრალოდ ანგრევს სახელმწიფო მმართველობის სისტემას”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

Leave a Reply