მსოფლიო დონის საოპერო მომღერალი, ბარიტონი დავით ღვინიანიძე თავის ადვოკატებთან და ამერიკულ მხარესთან ერთად ხელს აწერს უნიკალურ დოკუმენტს, რომელიც ამერიკაში “დავით ღვინიანიძის სახელობის კულტურის ცენტრის” გახსნას უკავშირდება.

შეგახსენებთ, ეს გახლავთ უპრეცედენტო მოვლენა ქართული და მსოფლიო კულტურის ისტორიაში ამერიკაში გახსნილიყო ქართველი საოპერო მომღერლის სახელობის კულტურის ცენტრი. დავით ღვინისნიძემ პირველმა შეძლო საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის სახელი, მჭიდროდ დაეკავშირებინა მსოფლიოს პირველ სახელმწიფოსთან. დეტალებს ცნობილი მომღერლის ახალი გეგმების შესახებ საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს.

Leave a Reply