ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მედიაციის პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ რიონის ხეობაში პოლიციის ძალები მანამდე დარჩებიან, სანამ “რიონის ხეობის მცველებისგან” საჯაროდ არ ექნებათ პირობა, რომ პროტესტს მშვიდობიანად გააგრძელებენ.

“იქ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიციის ქმედებები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მათ შორის დამოკიდებული იმ ანალიზზე თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო. მინდა გითხრათ, რომ პოლიციას ნამდვილად არ უხარია და არ სიამოვნებს იქ დამატებითი ძალებით ყოფნა, მერწმუნეთ. ერთადერთი ამოცანა პოლიციის იქ ყოფნის არის ის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს რაღაც კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს შორის, იმიტომ რომ იყო სამწუხარო მაგალითები”, – თქვა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, როდესაც აქტივისტების მხრიდან ექნებათ საჯარო დაპირება, რომ ისინი მშვიდობიანად გააგრძელებენ პროცესს და კომპანიას ხელს არ შეუშლიან, არ მოხდება კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლა, ტექნიკის დაზიანება, მაშინ საკითხი “მყისიერად” გადაწყდება.

Leave a Reply