დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრალიძის ცნობით, 2 დოზით აცრილებში 0.2% დაინფიცირდა, 1 დოზით აცრილებში კი – 0.8%.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, უმრავლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

2 დოზით აცრილებში გვაქვს ინფიცირების 0.2%, ერთი დოზით აცრილებში არის დაახლოებით 0.8%, მაგრამ უმრავლესი შემთხვევა არის მსუბუქი, რომლებიც ბინაზე მკურნალობით და დაკვირვებით იქნა მოხსნილი

15 ივნისისთვის საქართველოში 2 დოზით აცრილია 69 197 ადამიანი, სულ ჩატარებულია 212 163 აცრა.

Leave a Reply