პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში მიხაილ ზიბერტს ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთო-ს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე  საუბარი იყო  საქართველოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. შეხვედრაზე გახარიამ პოლიტიკური პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და  განიხილა ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები .

გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში  სამუშაო შეხვედრებს მართავენ დასავლელ პარტნიორებთან. შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატო-შიც.

Leave a Reply