ხშირი კრიმინალის გამო მარნეულის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და პოლიციისგან რეაგირებას ამ ფორმით ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქურდებისა და მძარცველების შიშით ღამით ვეღარ იძინებენ. ბინების გატეხვამ  სოფლებში თითქმის ყოველდღიური სახე მიიღო, ერთ-ერთი ოჯახი უკვე რამდენჯერმე გაქურდეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიცია ან დამნაშავეებს მფარველობს ან ხშირ შემთხვევაში უმოქმედოა .

Leave a Reply