ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება”, არის სრული მავნებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, მან არ შეაფასა მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება.

„სამწუხაროდ, ეს უკვე სხვისი საქციელია და ამის შეფასებას არ დავიწყებ. ორი რამის თქმა შემიძლია – დეკემბერში გაცილებით უკეთესი დოკუმენტის გამოტანა შეიძლებოდა, მეორე – ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება”, არის სრული მავნებლობა,”- განაცხადა  გრიგოლ ვაშაძემ.

Leave a Reply