პრემიერის ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც ბატონი მიხეილ სააკაშვილი პირდებოდა ხოლმე ოპოზიციას, ტალახში გაბანავებთო – ახტალის და მამამისის ბალნეოლოგიურის ტალახში, – ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერის ანგარიშზე ოპოზიციის კრიტიკას.

ქადაგიშვილი ელოდება, რომ პრემიერის მოსმენაზე ოპოზიციას პოპულისტური განცხადებები ექნება.

„ეს არის საპარლამენტო კონტროლის ერთ – ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი, როცა პრემიერი ყოველწლიური ანგარიშით წარდგება პარლამენტში, ის ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეხება და ყველას ექნება საშუალება, რომ საქმიან ფორმატში დაუსვას კითხვები. თუმცა, როგორც წესი, ოპოზიციის განცხადებები იქნება მყვირალა და პოპულისტური, რაც პარლამენტში შემოვიდნენ, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოსმენაზეც გამოჩნდა, რომ მხოლოდ შიშველი პოპულიზმით არიან დაკავებულნი,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

Leave a Reply