ნიკა  ცხვარაძე

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“

როგორც უკვე მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანაზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის და განვითარების ცენტრი“ აქტიურად ადევნებს თვალს სახელმწიფო ტენდერებს და მასში მიმდინარე სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რის შემდგომაც ხდება საზოგადოების ინფორმირება ამა თუ იმ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ერთ კონკრეტულ კომპანიაზე, რომელსაც დიდი ალბათობით სხვადასხვა უკანონო გარიგებებით მოგებული აქვს არერთი ტენდერი ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების. ჩვენი ბრიფინგის შემდგომ, გვინდა გაცნობოთ, რომ ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს ან/და რგოლს ყურიც არ შეუბერტყავს აღნიშნულ შემთხვევებზე.

დღეს მინდა გესაუბროთ, კიდევ ერთ მანკიერ პრაქტიკაზე რასაც ტენდერის დასრულების და გამარჯვებულის გამოცხადების შემდგომ ხელშეკრულების ცვლილება და საერთო ღირებულების გაზრდა ქვია.

ჩვენის აზრით, აღნიშნული შემთხვევები ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს სავარაუდო უკანონო გარიგების ალბათობას უმცირესი ფასის კომპანიას და ტენდერის გამომცხადებელ ორგანიზაციას შორის. როგორც წესი, აღნიშნული ხელშეკრულების (თანხის) ცვლილება (როგორც წესი ზრდა) ხდება მაშინ როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია არის საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული.

იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი ფასის შემთავაზებელმა კომპანიამ წინასწარ იცის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მისი ცვლილების და თანხის ზრდის შესახებ, იგი რა თქმა უნდა მარტივად აჯობებს ყველა სხვა კონკურენტს და შესთავაზებს უმდაბლეს ფასს, რის ანაზღაურებასაც იგი ხელშეკრულების დადების შემდგომ მოახერხებს, რაც ჩვენის აზრით არაკანონიერია და კონკურენტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

ეს უნდა შეიცვალოს და თანხის ცვლილება აიკრძალოს. თავიდანვე შესაძლებელია სწორი დათვლის შემთხვევაში გამოყვანილ იქნას ისეთი თანხა, რომელიც სრულად შეესაბამება შესასრულებელი საქმის ღირებულებას და აქედან გამომდინარე კონკურენტებს ჩააყენებს თანაბარ პირობებში, თანხის უცვლელობის გარანტიით.

შედეგად ჩვენ მივიღებთ ნამდვილად სამართლიან და თავისუფალი კონკურენციის პირობებში გამოცხადებულ ტენდერებს სადაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნები მინინუმამდე იქნება დაყვანილი.

Leave a Reply