ვასო წერეთელი

ორი წელი გავრილოვის სისხლიანი ღამიდან

ყველქაფერი კი ასე დაიწყო 17 ივნისი “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარება იგეგმებოდა. რომ ქვეყანაში რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი უნდა ჩამოსულიყო. 19 ივნისი აქციის ფონზე მიმდინარეობდა მიღება ავლაბრის რეზიდენციაში. სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის 20 ივნისს სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ ოპოზიცია დიდი აღშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეჭრა სხდომათა დარბაზში, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ღონისძიება შეწყდა. მაშინ ქართული ოპოზიცია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, რაც საქართველოს სუვერენიტეტის ეწინააღმდეგება.

20 ივნისს რუსული დელეგაცია პარლამენტის პლენარულ დარბაზში მივიდა. ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დეპუტატებისა და მოქალაქეების აღშფოთება, მის სკამთან ხმაურით მივიდნენ და სწორედ მათი აქტიურობის შედეგად, პარლამენტში მიმდინარე ღონისძიება შეწყდა. 2019 წლის 20 ივნისის მოქალაქეები პარლამენტის წინ გავრილოვისა და რუსული დელეგაციის ვიზიტს მშვიდობიანი გზით აპროტესტებდნენ, რასაც, ოდნავ მოგვიანებით აქციის დაშლა და სისხლიანი მოვლენები მოჰყვა. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა,კობა ლეთოდიანმა, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა. ასევე 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა. დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, ძალოვანებმა აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. ისინი იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და ცხოველებისთვის განკუთვნილ რეზინის ტყვიებს. აქციაზე გაზის გაშვება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დემონსტრანტების ნაწილი თავდაცვის მიზნით გაიფანტა, თუმცა, რამდენიმე წუთში, მათ ისევ პარლამენტთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

2019 წლის სექტემბერში გიორგი გახარიამ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. 21 ივნისს საპროტესტო ტალღის შედეგად თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ შეწყვეტილა. მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის წინ აქციებს ყოველდღიურად, რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა. ამის შემდეგ იყო კიდევ არაერთი დარბევა, წყლის ჭავლი და დაშავებული დემონსტრანტი. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეასრულებდა 20 ივნისის შემდგომი აქციების ერთ-ერთ მოთხოვნას – შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და 2020 წლის არჩევნებს სრულად პროპორციული მოდელით ჩაატარებდა, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ჩააგდეს.

ფოტო-ქრონიკა

Leave a Reply