სომხეთში, ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლის მისაღებად, საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით, 38 საარჩევნო ოლქში, უკვე 2 008 უბანი მუშაობს. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს.

ხმის მიცემის პროცესს 9 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, წინასწარი შედეგები კი, 21 ივნისს, 8 საათზე გამოცხადდება.

ცნობილი ხდება, რომ  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის ავტომობილს ესროლეს, ბაბაჯანიანი აღნიშნავს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის ცნობით, პოლიტიკოსის ავტომობილის საქარე მინას ერთი ტყვია აქვს ნასროლი.

ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის უფლების მქონე 2 578 678 მოქალაქეა.

წყარო: https://www.panarmenian.net/eng/news/293701/Gunshot_fired_at_election_candidates_vehicle_in_Armenia

 

Leave a Reply