ოთარ აბესაძე პარლამენტარებს საჯაროდ მიმართავს:

-ბევრი პარლამენტის წევრი მყავხართ მეგობრებში და ნუთუ არცერთ თქვენგანს, 150 ადამიანიდან არცერთ თქვენგანს არ გაგიჩნდათ დაგესვათ ის კითხვები პრემიერისთვის რაც მართლა აწუხებს მოსახლეობას? თქვენ ხომ საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენთ პარლამენტში?

📛ერთ თქვენგანს მაინც როგორც არ წამოგცდათ:
✅ 40% ით გაზრდილი ფასები სამომხმარებლო კალათაზე.
✅ 70% ით გაზრდილი საწვავის ფასი, რომლის დაბალანსება აქციზიზის გადასახადის გაუქმებითაა შესაძლებელი.
✅ 4.2 მილიარდ ლარიანი ადმინისტრაციული ხარჯი.
✅ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი 7.7% რომელიც ივნისში 8.5% იქნება.
✅ მერყევი ვალუტის კურსი, რომელსაც უბრალოდ არაფერი აღარ შველის და გაუფასურების რეკორდებს ხსნის.
✅ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სრული რეგრესი. მხოლოდ ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებზეა აწყობილი სტატისტიკა.
✅ 35% ით შემცირებული სამუშაო ადგილები.
✅ ადამიანებისთვის 30% ით შემცირებული შემოსავლები.
📛 მთელი ქვეყანა გიყურებდათ და ყველას დარჩა განცდა, რომ არცერთი რეალური მიმდინარე პრობლემა არ დაგიყენებიათ დღის წესრიგში.
🤡 როგორც ერთ ძველ ქართულ ფილმშია “აფსუს ‼️ როგორ ტყუილად გაჭმევთ პურსა”

Leave a Reply