ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის საქმეზე გიგი უგუალავას  საქალაქო სასამართლოში მივიდა. პოლიტიკოსი პროცესზე ბრალდებულის სტატუსით წარდგება. სასამართლო სხდომაზე ჩვენებას დაზარალებული ჩემპიონი ბადრი გავაშელიშვილი მისცემს.

უგულავა დარმწუნებულია, რომ ოცნება მართლმსაჯულების გამოყენებას ისევ  პოლიტიკური ანგარიშწორების და შანტაჟის  მიზნით აგრძელებეს.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეგ არსება არაფერს წარმოადგენს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ეს არის ჩვეულებრივი დეგრადირებული ლუდომანიისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელმაც გაფლანგა ყველაფერი, რაც მოიპოვა და შემდეგ გახდა ივანიშვილის პაიკი ზონდერი და ნოემბრის აქციებზე ჩანს როგორ არბევს ის ხალხს. ალბათ ცხოვრებაში ბევრჯერ არ გექნება შესაძლებლობა ამ აბსურდის თეატრში მიიღო მონაწილეობა, რასაც ივანიშვილის სასამართლო და ეს კონკრეტული პროცესი წარმოადგენს. რაც უნდა ის გადაწყვეტილება მიიღოს მოსამრთლემ. არ მივირებ ამნისტიას, იმიტომ, რომ ამნისტია ნიშნავს, რომ გავაშელიშვილს ექნებოდა სიჩუმის უფლება. ეს რომ ორკესტრირებული იყო და დავალებული, ამაში ეჭვი არ მეპარება და გავასელიშვილი ახლა რომ მობრძანდება ახლა დიდ გულზე იქნება, იმიტომ, რომ მის უკან სახელმწიფო დგას, მაგრამ ძალიან მალე მას მოუწევს სიმართლის თქმა. ან მოუწევს მოსამრთლეს ყველაფერზე გადაბიჯება, ან მოუწევს აღიარება,რ ომ კაცი არის მოგზანილი ზონდერი. ამით კიდევ ერთხე ჩამოეხდება ფარდა და ნიღაბი აი, იმ გულისამრევ საზიზღრობას , რასაც ივანიშვილის სასამართლო ჰქვია. ივანიშვილს ჩემი დაჭერა სპორტად ექცა, – განაცხადა გიგი უგულავამ. 

წავა თუ არა გიგი უგუალავ ისევ ციხეში ჯერჯერობით უცნობია.  ბრალის დამტკიცების შემთხვავაში მას ციხეში კიდევ რამდენიმე წლის გატარება მოუწევს.

Leave a Reply