R

ქართული წარმოების პრეპარატი „კამელინი ეფექტურია კოვიდის წინააღმდეგ,“ – ამ დასკვნამდე მივიდნენ ლიეტუველი და კანადელი მეცნიერები იმ კვლევის შედეგად, რომელშიც მედიკამენტის  ეფექტურობა იზომებოდა.

კვლევის პირველმა ეტაპმა, რომელიც ლიეტუვას ფინანსური მხარდაჭერით, ლიეტუვასა და კანადის 7 სამეცნიერო ინსტიტუტში მიმდინარეობდა, აჩვენა, რომ პრეპარატი კოვიდის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს და არავითარი ტოქსიკური ზეგავლენა უჯრედებზე არ გააჩნია.

„ფორტუნა“ დაინტერესდა რა დეტალები გამოავლინა ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა და რას ნიშნავს უკვე მიღებული შედეგები.

კვლევა „კამელინის“ შესახებ და მიღებული შედეგი

 

მედიკამენტის კვლევა ლიეტუვას ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ დააფინანსა.

კვლევების შედეგები – 8 გვერდიანი დასკვნისგან შედგება, რომლებიც თვეების განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა, გამოქვეყნდა სამეცნიერო ვებ-პორტალზე: www.bsmiab.org, სადაც კვლევისგან მიღებული შედეგები სიღრმისეულადაა განხილული.

ექსპერიმენტში გამოიყენეს მღრღნელები, რომელთა ჯერ დაინფიცირება,  ხოლო შემდგომ, „კამელინის“ პრეპარატებით ვირუსსა და ცხოველებზე ზემოქმედება მოხდა. კვლევაში მონაწილეობდნენ ისეთი კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები, როგორებიც არიან:

  1. ვილნიუსის უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის განყოფილება, ლიეტუვა.
  2. ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრი, კვებეკ-ლავალის უნივერსიტეტის CHU, კვებეკი, QC, კანადა ფარმაციის ცენტრი, კანადა.
  3. ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ვილნიუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ლიეტუვა.
  4. ბიომოდელების დეპარტამენტი ინოვაციური მედიცინის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის ცენტრი, ვილნიუსი, ლიეტუვა.
  5. ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტი, კაუნასი, ლიეტუვა.
  6. “Silicio Biotechnologijos”, ვილნიუსი, ლიეტუვა.
  7. UAB “გურუმა”, კაუნასი, ლიეტუვა.

კვლევამ აჩვენარომ „კამელინის“ თაფლის ექსტრაქტს არ აქვს ციტოტოქსიკური ეფექტიარის უსაფრთხო და აჩვენა ანტივირუსული თვისებები SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ. თუმცა, „კამელინის“ ეფექტურობის მოლეკულური კვლევები ვირუსის რეპლიკაციაზე, ან იმუნურ სისტემაზე, საჭიროებს უფრო სიღრმისეული კვლევების განხორციელებას მომავალში.

უეჭველია, რომ „კამელინი“ ისევე არ მუშაობს, როგორც სხვა საკვლევი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება COVID 19-ის წინააღმდეგ, თუმცაღა,  COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ამჟამინდელი გადაუდებელი მდგომარეობისა და შეზღუდული თერაპიული ვარიანტების გათვალისწინებით, „კამელინი“ წარმოდგენილიაროგორც პერსპექტიული და შესაბამისი თერაპიული ვარიანტირომელიც უსაფრთხოახელმისაწვდომიაროგორც ბუნებრივი პრეპარატი,“ – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში.

ქართული წარმოების პრეპარატი – ლიეტუვას დაინტერესების საგანი

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ რატომ გახდა ლიეტუველების დაინტერესების საგანი ქართული პრეპარატი, ამიტომ ლიეტუვაში „კამელინის“ დისტრიბუტორ კომპანიას დავუკავშირდით, რომელთაც, როგორც დაფინანსების ნაწილში, ისე კვლევების ირგვლივ მონაწილეობა აქვთ მიღებული.

როგორც კომპანია „სიცილიო ბიოტექნოლოგის“ დირექტორმა, პაულიუს ჯოვაისასმა „ფორტუნას“ უთხრა, პანდემიის პერიოდში, „კამელინის“ შესახებ კომპანიამ კონსულტაციები მედიკოსებთან გაიარა, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართული წარმოების წამალი კვლევისთვის საინტერესო პრეცედენტი იყო.

აღსანიშნავიარომ ჯოვაისის განცხადებითმედიკამენტი ლიეტუვაში უკვე გამოიყენესრამაც კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებში დადებითი შედეგი აჩვენა.

„ჩვენ ლიეტუვაში „კამელინის“ დისტრიბუტორები ვართ და როდესაც 2020 წელში კოვიდი დაიწყო, ექიმებმა თქვეს, რომ პრეპარატი კარგად მუშაობს. ჩვენ ვკითხეთ მკვლევრებს შესაძლებელია თუ არა თაფლით მოვკლათ ეს ვირუსი, მათ გვითხრეს, რომ „კამელინი“ ძალიან საინტერესო პრეტენდენტია.

მაშინ დავწერეთ პროექტი, რომ გვსურს შევამოწმოთ როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი კოვიდზე. პრობლემა აღმოჩნდა აქტუალური და ჩვენ მივიღეთ დაფინანსება,“ – ამბობს პაულიუს ჯოვაისი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

როგორც მანვე აღნიშნა, კოვიდ 19-ზე ექსპერიმენტები კანადაში „Laval Universitete Quibeck“ ში ჩატარდა, რამაც აჩვენა, რომ პრეპარატი კოვიდზე კარგად მუშაობს და თაგვების უჯრედებზე ტოქსიკური საერთოდ არ არის.

„შედეგები იყო გამოქვეყნებული ჟურნალში – „Journal of advanced biotechnology and exsperimental therapeutics.“ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კოვიდზე ინ ვიტრო სტადია გავიარეთ და „კამელინი“ ეფექტური აღმოჩნდა,“ – დასძინა ჯოვაისასმა.

ჩვენს კითხვაზე კი – რა იყო კვლევის მომდევნო ეტაპი და რა არის სამომავლო გეგმები, კომპანიის დირექტორმა ასე უპასუხა: „ცხოველებზე ინ ვიტროს შემდეგი ნაბიჯი ასეთია – გავიარეთ შეგვიძლია თუ არა ამ პრეპარატის საცდელი გამოყენება საავადმყოფოებში, მათ შორის, მძიმე პაციენტებშიც.

ვფიქრობთქვენ გაქვთ ეფექტური წამლები ვირუსის წინააღმდეგლიეტუველი პაციენტებირომლებმაც ეს პრეპარატი  გამოიყენესშემიძლია ვთქვარომ ის 100% –ით მოქმედებსთქვენ უნდა იამაყოთ თქვენი ნაციონალური პროდუქტებით,“- განუცხადა „ფორტუნას კომპანია „სიცილიო ბიოტექნოლოგის“ დირექტორმაპაულიუს ჯოვაისასმა.

 კამელინის“ კვლევის მიზანი 

როგორც სამეცნიერო ონლაინ გამოცემა –“JABET”-ში ვკითხულობთ, კვლევის მიზანი იყო – შეეფასებინათ პრეპარატ „კამელინის“ ეფექტურობა  კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის დროს.

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია „კამელინის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, მერაბ ფრუიძე პრეპარატის ირგვლივ სამეცნიერო წრეებში მიღწეულ შედეგებს იხსენებს.

მისი თქმით, გარდა იმ უახლესი კვლევებისა, რომელიც ჩვენმა ლიეტუველმა და კანადელმა კოლეგებმა ჩაატარეს, ის დაწყებული იყო მანამდეც, „კამელინის“ შემქმნელის – ბენედიქტე მაღლაკელიძის დროსაც, შესაბამისად,  მერაბ ფრუიძე ამბობს, რომ პრეპარატს ხანგრძლივი არსებობის ისტორია აქვს.

რაც შეეხება ახალ კვლევას, რომელიც ლიეტუველების დაფინანსებით, კანადის უნივერსიტეტში ჩატარდა, როგორც მერაბ ფრუიძემ განგვიმარტა, მისი არსი შემდეგნაირი იყო: ცხოველის სხვადასხვა ორგანოდან იღებდნენ უჯრედებს და მათ კულტივირებას ახდენდნენ. პირველ რიგში კი, მეცნიერებმა გამოიკვლიეს, ახდენდა თუ არა მასზე პრეპარატი ტოქსიკურ ზემოქმედებას, რაც კვლების შედეგებმა აბსოლუტურად გამორიცხა.

შემდეგ კიამ კულტივირებული უჯრედების დასნეულება კოვიდ 19-ით გამოწვეული ვირუსით დაიწყესიყო საკონტროლო ჯგუფი და იყვნენ ჯგუფებისადაც ამ დასნეულებულ უჯრედებში სხვადასხვა დოზით „კამელინის“ ხსნარი შეჰყავდათძალიან პატარა განზავებითაც კი, „კამელინმა“ დადებითი შედეგი აჩვენარაც ნიშნავსრომ ამ დასნეულებული უჯრედების გამოჯანმრთელება მოხდა.

ეს იყო ამ კვლევის არსი, რომელიც ძალიან სერიოზულ, სამხრეთ კორეულ ჟურნალში – „მოწინავე ტექნოლოგია და ექსპერიმენტული თერაპია“ გამოქვეყნდა, რაც შედეგების მაღალ სარწმუნოებასაც ნიშნავს,“ – გვითხრა მერაბ ფრუიძემ.

 რა არის მომავლის კვლევის საგანი

ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე კი – რამდენად სარწმუნოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ მღრღნელებზე ჩატარებული კვლევის შედეგები ადამიანების პროფილაქტიკისთვის საჭირო შედეგად, მედიცინის დოქტორმა განმარტა:

„კოვიდთან მიმართებაში ეს კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია – რასაკვირველია, ის, რაც ექსპერიმენტშია მიღებული, იმის საფუძველს არ იძლევა, რომ დასკვნა გააკეთო – როგორ მოქმედებს ის ადამიანზე. თუმცა, სხვა მხრივ, სხვადასხვა პათოლოგიების დროს, „კამელინის“ მოხმარების ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს.

ჯერ ის ვიცით, რომ აბსოლუტურად არატოქსიკურია და ვთვლით, რომ სხვადასხვა ვირუსული პათოლოგიების დროს, ძალიან ეფექტურია (რის საფუძველსაც გვაძლევს ადრე ჩატარებული კვლევები). თუმცა, თქვენს კითხვას დავამატებდი, რომ თუ კლინიკური კვლევა მაღალი სარწმუნოების არაა, რასაკვირველია, კითხვები იქნება,“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

 კომპანიის სამომავლო გეგმები

„რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, იმედი გვაქვს, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფაქტს გარკვეული დაინტერესება საქართველოს გარეთაც მოჰყვება. გამორიცხული არ არის, რომ სპონსორიც გამოჩნდეს, ამიტომ ჩვენს ლიეტუველ კოლეგებთან ერთად, მოძიების პროცესში ვართ,“ – დასძინა „ფორტუნასთან“ საუბრისას კომპანია „კამელინის“ დირექტორმა და მედიცინის დოქტორმა.

რას ფიქრობენ „კამელინის“ შესახებ საქართველოში

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები პრეპარატ „კამელინზე“ საქართველოში.

მეცნიერებათა დოქტორისა და სამედიცინო ცენტრის, „ლაბუნოს“ ხელმძღვანელის, გიორგი კავკასიძის შეფასებით, ის, რომ „კამელინის“ შესახებ კვლევა მაღალრეიტინგულ სამხრეთ-კორეულ ჟურნალშია (რომელიც ბიოტექნოლოგიის ექსპერიმენტულ თერაპიაზე წერს) გამოქვეყნებული, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

შემიძლია ვთქვარომ ერთი – ეს უკვე ძალიან საინტერესოაროცა მასალა ამ ჟურნალში ქვეყნდებამეორე – აუცილებელია კვლევების გაგრძელებარადგან მხოლოდ ამ კვლევებით საუბარი ძალიან რთულია.

რაც შეეხება უშუალოდ „კამელინს,“ ვფიქრობ, კარგად შესასწავლია, თუმცა, ფაქტია, რომ პრეპარატს აქვს ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული ეფექტი.

შესასწავლია რა არის ის აქტიური ნივთიერება, რომელსაც ანტიმიკრობული ეფექტი აქვს. ამ ნივთიერების გამოყოფა და შემდეგ უკვე ან სინთეზით ან ტექნოლოგიური გზით მიღება. ეს ძალიან სერიოზული კვლევის საგანია,“ – უთხრა „ფორტუნას“ გიორგი კავკასიძემ.

ქართული პრეპარატის მომავალი

„თუკი ქართული პრეპარატი პროფილაქტიკისთვის და კიდევ უფრო მეტი, მკურნალობისთვის დაინერგება, ეს ძალიან კარგი, შესანიშნავი ამბავი იქნება,“ – გვითხრა გიორგი კავკასიძემ და დასძინა, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა სამეცნიერო, პროფესიული წრეების განხილვისა და მსჯელობის საგანი უნდა იყოს, ისეთებისა, როგორიცაა: პროფესიული ასოციაციები.

„ეს საკითხიც, მათ შორის, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა ასოციაციამ უნდა განიხილოს. ამ ჯგუფებში მსჯელობის შედეგად უნდა დაისახოს გეგმა, რა არის გაკეთებული და შემდგომ გასაკეთებელი. როცა ეს გეგმა იარსებებს, შემდგომ დაფინანსების წყაროებზე ზრუნვა იქნება საჭირო.

დღესჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდშისადაც კოვიდი ბობოქრობს და მიუხედავად იმისარომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ვირუსის ჯერ კიდევ არ სჯერაძალიან სამწუხარო ფაქტი ისაარომ სულ რაღაც 1 წელიწადშიამ დაავადებით 4 ათასზე მეტი გარდაცვლილი გვყავს.

რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ არ სჯერათ, ფაქტი ჯიუტია. მეორე ფაქტი ისაა, რომ მაღალეფექტური ვაქცინების დეფიციტი გვაქვს. ამ პერიოდში კი, თუკი რაიმე, პროფილაქტიკური ეფექტის მქონე საშუალება იქნება, რასაკვირველია, ამას ყველა უნდა ჩაებღაუჭოს.

ყველაზე კარგი კი ჯანსაღი სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობა იქნება, რომელთა მაგიდის მეორე მხარეს სკეპტიკოსებიც დასხდებიან და იმსჯელებენ. ამ მსჯელობით კი, გამოიძერწება გეგმა, რა სტრატეგიით უნდა წავიდეს ან არ წავიდეს მომდევნო კვლევები,“ – დასძინა „ფორტუნასთან“ საუბრისას გიორგი კავკასიძემ.

ცნობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „კამელინი“ რამდენიმე ფორმითროგორც ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში უკვე დიდი ხანია რეგისტრირებულიაროგორც საქართველოშიისე მის ფარგლებს გარეთ (ლიეტუვა,საბერძნეთი, უკრაინა…)

“კამელინი” აწარმოებს ფარმაცევტულ პრეპარატებს, რომლებიც ეფუძნება მეცნიერისა და ექიმის, ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ 1950-იანი წლებიდან თაფლისგან შექმნილ ფორმულა/სუბსტანციას.

ქართული კომპანია „კამელინი“ 2004 წლიდან ოპერირებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში , აწარმოებს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და ფარმაცევტულ პრეპარატებს. დღეისათვის, საქართველოში იწარმოება და საზღვარგარეთ გადის კამელინის 5 ფორმა – ამპულების, კაფსულების, მალამოს, სანთლებისა და კამელინ-სპრეის სახით.

წყარო: ფორტუნა 

Leave a Reply