ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დღეიდან ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბლოკის ტერიტორიაზე მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას.

დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სახით, მოიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, ტესტებისა და დაავადებისგან გამოჯანმრთელების შესახებ. მისი მიღება ევროკავშირის იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ამ სამი პუნქტიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებენ. დაიშვება როგორც პისიარ, ასევე ანტიგენ ტესტები.

სერთიფიკატი უფასოა და იგი  უნდა აღიარდეს  ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის, აგრეთვე შვეიცარიის, ლიხტენშტეინის, ისლანდიის და ნორვეგიის მიერ.

Leave a Reply