ოთარ აბესაძე

მარტივ და გასაგებ ენაზე აგიხსნით რა შედეგს მოგვიტანს თითოეულ ჩვენგანს საერთაშორისო სანქციები.
1️⃣ გაუქმდება ე.წ. Visa free. ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში ფაქტიურად შეუძლებელი გახდება ჩვენი გადაადგილება.
2️⃣ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვა, იმპორტი, ექსპორტი და ა.შ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეიზღუდება.
3️⃣ საქართველოს დატოვებს ყველა ის საერთაშორისო ბრენდი (ტანსაცმელი, საკვები და ა.შ) რომელიც რეგისტრირებულია და წარმოებულია ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
4️⃣ საქართველო ამოვარდება ყველა იმ საერთაშორისო საგრანტო პროექტიდან, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ. (ახალი ავტობუსები, ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, გრანტები, საგარელო ვალი და ა.შ)
5️⃣ შეიზღუდება ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობა.
6️⃣ კრიზისის და პრობლემების დროს ქვეყანას უარი ეთქმება ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო ჰუმანიტარულ თუ ფინანსურ დახმარებაზე.
📛 ქვეყანა დაკონსერვდება ‼️
❤️ სამაგიეროდ ქართველობას ვერავინ ვეღარ წაგვართმევს ‼️‼️‼️
P.S. არ დაკარგო ქართველობა, მიდი შეუბერე დოლზე

Leave a Reply