მიშა ხაჩიძე

გამანადგურებელი სტიქიის შემდეგ გერმანიაში დაღუპულთა რაოდენობა 143-მდე ავიდა, რიცხვი კვლავ გაიზრდება. ათობით ისევ დაკარგულია, დაშავებული კი 1000-მდე ადამიანია. ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიისა და რაინლად პფალცის რეგიონებში ვითარება ძირითადად ისევ დაძაბული რჩება.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ სტიქია პროგნოზირებადი იყო. მიუხედავად ამისა რეგიონებში წინასწარი გაფრთხილება, სირენები და ხმოვანი შეტყობინებები ზოგგან დაგვიანებით, ზოგგან კი საერთოდ არ დაფიქსირებულა.
როგორ შეიძლება ასეთი ტრაგედია ისეთ ქვეყანას დამართნოდა, რომელიც ასე ამაყობს გამართული უწყებებითა და დალაგებული სტრუქტურებითა თუ სიტუაციით?-ეს კითხვა დღეს ბევრგან ისმის.
ჟურნალ “პოლიტიკოში” ჰიდროლოგი, პროფესორი ჰანა კლოკი სერიოზულ ბრალდებებს აყენებს გერმანიის
კატასტროფების კონტროლის უწყების წინააღმდეგ. მისი განმარტებით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი სისტემის მნიშვნელოვანი წარუმატებლობაა, რადგან ხალხის ევაკუცია დაგვიანებით, ან საერთოდ არ მოხდა.
დამანგრეველი წყალდიდობით გამოწვეული ზარალი დრამატულია – ადამიანებისთვის, ბიზნესისთვის და გარემოსთვის

Leave a Reply