ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში საწოლფონდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ბავშვებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, გაზრდილია მცირეწლოვანთა საწოლების რაოდენობაც.

„ამ დროისთვის, ქვეყანაში 1328 თავისუფალი საწოლია. ბოლო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობს ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება. ამ ეტაპზე, ბავშვთა საწოლფონდის თვალსაზრისით, დეფიციტი არ აღინიშნება. მოთხოვნასა და მიწოდებას სორის, ბალანსი მიღწეულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Leave a Reply