ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადეს დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეგულაციები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ღია სივრცეში, სადაც იკრიბებიან გარკვეული ადამიანები და არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო ნიღბის ტარება. ამასთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა. შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და შაბამისი ცვლილებები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ისეთ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება, მალე შევა განკარგულებაში”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Leave a Reply