“კამელინი” ქართული წარმოების ორიგინალური, 100%-ით ნატურალური, მაღალეფექტური, არატოქსიკური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია; გამოირჩევა ორგანიზმში შეყვანის გზების მრავალფეროვნებით: “კამელინი-მ1” ინიექციაა, “კამელინი-მ2” _ კაფსულები, “კამელინი-მ3” _ მალამო, “კამელინი-მ4” _ სუპოზიტორი, “კამელინფლუ” _ სპრეი.

“კამელინი” იმუნომოდულატორული აქტივობის გამაძლიერებელი საშუალება, ანტიოქსიდანტია; არეგულირებს უჯრედოვანი იმუნური სისტემის მუშაობას და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან. “კამელინი” შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა პათოლოგიის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს. შესწავლილ იქნა პრეპარატ “კამელინის” ანტიოქსიდანტური აქტივობა. ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა კამელინის ხუთივე ფორმის პრეპარატი, მაგრამ აქცენტი “კამელინ-მ2”-ზე, კაფსულებზე გაკეთდა.

კვლევებიდან გამომდინარე, დაასკვნეს, რომ ზრდასრულ ადამიანებში (ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მოთხოვნის საშუალო სადღეღამისო ნორმა 360 მგ-ს შეადგენს) “კამელინის” 2-3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს.

“კამელინ–მ1” ეფექტურია, როგორც იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიბაქტერიული, რეგენერაციული, ანტივირუსული საშუალება. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე.

“კამელინ–მ2”-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას; გამოიყენება ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციების, სიმსივნური დაავადებების, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული და ტრავმების დროს.

“კამელინ–მ3”-ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

“კამელინ–მ4” ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტის მქონე პრეპარატია, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას. საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა პრეპარატის ჩვენების მრავალმხრივობა. იგი გამოიყენება სტომატოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიების სამკურნალოდ და სხვ.

“კამელინი” ფართოდ გამოიყენება ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების, ასევე ვაგინალური, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ფიბრომატოზულ-კისტოზური მასტოპათიების, სახსრების დისტროფიულ-დეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში. სახსრების ხრტილოვანი ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ბუნებრივი ორგანული მჟავები, რომლებითაც მართლაც ძალიან მდიდარია “კამელინი”. მისი მიღებისას ეს ნივთიერებები უშუალოდ ერთვებიან ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესში, რის შედეგადაც ხდება ტკივილების კუპირება, შეზღუდული მოძრაობა მკვეთრად უმჯობესდება.

გამოყენების ჩვენებები

• კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივი შეუხორცებელი ჭრილობები, ტროპიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, დამწვრობები, ნაწოლები; • კანის დაავადებები; • ოპერაციის შემდგომი პერიოდი: ჭრილობების შეხორცება; • ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციები; • ტრავმები და დაჟეჟილობები; • სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები, ართრიტები, ართროზები; • სიმსივნური დაავადებები; • პოლინეიროპათიები; • ვაგინალური ინფექციები; • პროსტატიტები, პროქტიტები, სწორი ნაწლავის ნახეთქები, ბუასილი; • სტომატოლოგიური დაავადებები; • პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, (კატარალური ანგინა) სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი, როგორც დამხმარე საშუალება ქრონიკული ტონზილიტის დროს.

კამელინი იყიდება ყველა სააფთიაქო ქსელში!

“კამელინთან” დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა,

დარეკეთ: 2-98-62-25 (ოფისი); 599-33-10-89; 599-23-03-33

Leave a Reply