“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრმა” ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა თხოვნით, მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფების ხელმძღვანელებისა და ორგანიზატორების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების თაობაზე.

ცენტრის წარმომადგენლებმა-ლაშა კუხიანიძემ, ნიკა ცხვარაძემ და გიორგი ყუფარაძემ წერილი დღეს საელჩოს ჩააბარეს.

ლაშა კუხიანიძე:

-ამერიკის საელჩოს მივმართავთ თხოვნით პერსონალური სანქციები დაედოთ მორგოშიას, ფალავანდიშვილს, ვასაძეს და მათ გარემოცვას, ვინაიდან ის პროცესები, რაც მოხდა 5 ივლისს და შემდეგშიც განვითარდა, იყო აბსოლუტურად მათი ორგანიზებული. ეს პირები გარკვეულ კოორდინაციაში იყვნენ სუს-ის მაღალჩინოსნებთან, რომლებისგანაც გარკვეულ ინფორმაციას იღებდნენ. სუსმა მათ კონსპიტაციული ოფისის მისამართიც კი გადასცა.

გიორგი ყუფარაძე:

-“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი” ოფიციალურად მივმართავთ როგორც ამერიკის საელჩოს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, თხოვნით, რომ საერთაშორისო სანქციები არ იქნას გამოყენებული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. (ვინაიდან აშშ–ს სახ.დეპარტამენტის განცხადებაში სიტყვა სანქციებმა გაიჟღერა) ამის ნაცვლად, აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულ იქნას პერსონალურად კონკრეტული პირების წინააღმდეგ, კერძოდ: 5-6 ივლისის მოვლენებში მონაწილე, მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფების ორგანიზატორებისა და მათთან დაახლოებული დაინტერესებული პირების მიმართ, რისი პრაქტიკაც შეერთებულ შტატებში უკვე არსებობს!

საელჩოს მივაწოდეთ დოკუმენტაციას აღნიშნული პირების საეჭვო კავშირების შესახებ ხელისუფლებასთან და მათთან დაახლოებულ პირებთან.

Leave a Reply