მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე. სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად. თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

Leave a Reply